Saturday, February 14, 2015

ტრენინგი - დღე მესამე                                                                                                                                   ინტელის სასწავლო პროგრამაში გავეცანით ძირითად კურსს. მოდული 2-ის აქტივობა 1-ში განვიხილეთ 21-ე საუკუნის ძირითადი უნარ-ჩვევები. თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს შემოქმედებითობას და გამომგონებლობას, აგრეთვე ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარებაზე შევჩერდით.                                         აქტივობა 2-ში გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას - ზმნები: გაანალიზება, შეფასება, სინთეზი.ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენაზე. ყურადღება გავამახვილეთ მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველი სიტყვების არსზე.                                                                                                                                              გავეცანით გეგმაში პროექტის სასწავლო მიზნებს-სწავლის შედეგები.                                      ჩემი სასწავლო გეგმის აღწერითი წინადადებები და ა. შ.                                                              კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. დღეს ცოტა გართულდა საკითხები თითქოს ჩემთვის. მადლობა!

No comments:

Post a Comment