Saturday, February 28, 2015

ტრენინგი.
    მე-7 დღე. დადგა მეშვიდე დღე, ძალიან დატვირთული დღე იყო, მაგრამ საინტერესო და ბოლოს მთლად განვიტვირთეთ და ხალისიან განწყობაზე დავდექით, რადგან  რეფლექსიას ვწერდით მუსიკის ფონზე. სულ დაგვავიწყდა დაღლილობა.
        მოკლედ მეშვიდე ტრენინგზე დავწერეთ აქტივობები -პროექტის მსვლელობა. განვიხილეთ ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს. გავიხსენეთ ჰოვარდ გარდნერი - მრავალმხრივი ინტელექტი.
        გავეცანით გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსიას. გავეცანით მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ. კურსის შეფასების ფორმები.

     მადლობა.

Sunday, February 22, 2015

ტრენინგი. მე-6 დღე.
       დღეს განვიხილეთ მოდული 5. აქტივობა 1 -შეფასებების სტრატეგიების განხილვა. აქ არის რუბრიკა - მოსწავლეთა პროექტების შეფასება, აქედან შევედით - განმავითარებელი თვითშეფასება - განვიხილეთ და შევინახეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია.
        მოდული 5 -ში - დამატებით რესურსებში გავეცანით - პორტფოლიოს რუბრიკა_ს. ამ რუბრიკაში მთავარია ის, რომ სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სტანდარტებსა და ამოცანებს.
        გავეცანით პროექტის სასწავლო მიზნები, სწავლის შედეგები. აქ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, რაც ძალიან საინტერესო იყო.
        შევავსეთ და ჩავასწორეთ "რუბრიკა თქვენი პრეზენტაციისათვის".

Saturday, February 21, 2015

ტრენინგი. დღე- V.
      დღეს გავეცანით ვიუვერში მოდული 3. კავშირები. ვიმუშავეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი რჩევებზე. მოდული 3-ში არის დამატებითი რესურსები - გამოყენებული ლიტერატურის ნიმუში და ეს ფორმატიც შევავსეთ. 
        ჩვენს საქაღალდეში "google' - დან გადმოვიტანეთ სურათები. დღეს ვისწავლეთ სურათების ჩასმა ჩვენს საქაღალდეში. 
         შევავსეთ მოსწავლის ნამუშევრების ნიმუშები. საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი. კიდევ გავეცანი სიახლეებს, რაც აქამდე არ ვიცოდი. 
        მადლობა დღევანდელი დღისთვის.

Sunday, February 15, 2015

ტრენინგი - მე-4 დღე.
      დღეს გავეცანით მოდული2. აქტივობა 3 -სასწავლო პროექტის დაგეგმვას. აქტივობა 3-სი შეფასების სხვადასხვა მეთოდი განვიხილეთ: ა) მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება; ბ) თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ელსეწყობა;
გ)პროგრესის მონიტორინგი;
დ)ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
       შეფასების სტრატეგიებში -გავეცანით გზამკვლევს შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენებისათვის. ყურადღება გავამახვილეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასებაზე.
        გავეცანით ცხრილებს, რომელიც მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეების საჭიროების დასადგენად გამოიყენება. უფრო დეტალური ინფორმაცია და სპეციფიკური მაგალითები მოცემულია ბმულებზე.
         საჭიროებების დადგენა მოიცავს-ა) შეფასების მეთოდს; ბ) მიზანს; გ) როდის გამოიყენება და დ) შეფასების საშუალებები~ინსტრუმენტები.
         შეფასების გეგმაში -დროის ჩარჩო -შეფასებისსტრატეგიები: წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები.
       მოსწავლეებმა გამოასწორონ სისუსტეები და განიმტკიცონ ცოდნა, რომ აკონტროლონ თავიანთი სწავლა, ვაწარმოოთ დღიურები.
      დღევანდელი დღე იყო რთული და საინტერესო. მადლობა.

Saturday, February 14, 2015

ტრენინგი - დღე მესამე                                                                                                                                   ინტელის სასწავლო პროგრამაში გავეცანით ძირითად კურსს. მოდული 2-ის აქტივობა 1-ში განვიხილეთ 21-ე საუკუნის ძირითადი უნარ-ჩვევები. თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს შემოქმედებითობას და გამომგონებლობას, აგრეთვე ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარებაზე შევჩერდით.                                         აქტივობა 2-ში გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას - ზმნები: გაანალიზება, შეფასება, სინთეზი.ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენაზე. ყურადღება გავამახვილეთ მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველი სიტყვების არსზე.                                                                                                                                              გავეცანით გეგმაში პროექტის სასწავლო მიზნებს-სწავლის შედეგები.                                      ჩემი სასწავლო გეგმის აღწერითი წინადადებები და ა. შ.                                                              კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. დღეს ცოტა გართულდა საკითხები თითქოს ჩემთვის. მადლობა!

Sunday, February 8, 2015

დღე მე-2

დღე მეორე
 ჯგუფის წევრებმა სათითაოდ წავიკითხეთ სასწავლო პროექტის გეგმისთვის მომზადებული გეგმის მონახაზი ,
ინტერნეტში მოვძებნეთ ესგ გეგმით გათვალისწინებული ინდიკატორები და შედეგები, და შევუხამეთ იმ სტანდარტს რის შედეგზეც გვსურდა გასვლა ჩვენს მიერ დაგეგმილ მასალაში.
სურათის ჩამოტვირთვა , ბუკლეტის შექმნა, ფაილზე გადატანა, გადატვირთვა და მეილის გაგზავნა. 

Saturday, February 7, 2015

ტრენინგის 1-ლი დღე

გავიცანით ტრენერი ქალბატონი მანანა - სასიამოვნო ქალბატონი, გავიცანით ერთმანეთი ტრენინგის მონაწილეებმა. გავეცანით პროექტ (ინტელის) შესავალს, გავხსენით ბლოგი, სადაც დავრეგისტრირდით, განვიხილეთ ამ პროექტის შემადგენელი ნაწილები, რომელიც 8 მოდულადაა დაყოფილი.
       გავეცანით აგრეთვე პროექტ (ინტელის) სახელმძღვანელოს Viewer-ს, მისი მახასიათებლები. პროექტის გეგმა. ჩემთვის უცხო იყო სიტყვა ''ჩეკლისტი'', რომელიც აგვიხსნა ქალბატონმა მანანამ, რომელიც ნიშნავს მონიშვნას- აღნიშვნას.                                         ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის 1-ლი დღით მადლობა.