Thursday, March 12, 2015

ტრენინგი 9
    დღეს ტრენინგის ბოლო დღეა-პრეზენტაცია თითოეული გამომსვლელის. პირველად გამოვიდა მანანა თიგიშვილი -რუსული ენის პედაგოგი. მისი პრეზენტაციის თემაა - ''ზედსართავი სახელი'' ,ძალიან საინტერესო იყო.
     მეორე გამომსვლელია თამთა ჯამარაული  28-ე სკოლის პედაგოგი -ქიმიკოსი. მისი თემაა - ''ქიმიკოსის თვალით დანახული კვების პროდუქტები'' -უაღრესად აქტუალური და ყურადსაღები თემაა, როგორ უნდა გამოვიყენოთ ნიტრატებიანი საკვები და მისი ავკარგიანობა.
      მესამე გამომსვლელი - თამარ სტურუა, მისი თემაა - ''სივრცითი ფიგურები რეალობაში''. თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფიგურებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
       მეოთხე გამომსვლელია - ეკა ბერუაშვილი,  მისი თემაა ''  ნიშან-თვისებების მემკვიდრეობა თაობებში''.  მან საინტერესო პროექტი წარმოადგინა გენეალოგიის საკითხებზე.      
       მეხუთე გამომსვლელია - მუსიკის პედაგოგი ნინო ზურაბაშვილი, მისი თემაა - ''ხალხური და პროფესიული მუსიკა''.    
       მეექვსე გამომსვლელი - ნანა პაპუაშვილი -სამოქალაქო განათლება,მისი თემაა -     ''უფლება და თავისუფლება'',ძალიან საინტერესო იყო თემა.
       მეშვიდე გამომსვლელი -ელზა უსენაშვილი, თემა - ''საგანმანათლებლო სისტემა ინგლისურ და ქართულ სკოლებში'' , ეს პროექტი საინტერესოა იმით, რომ ინგლისურ ენაზეა.
        მერვე -ნანი ბალახაძე - ჭადრაკი, თემა ''საჭადრაკო სტრატეგია და ტაქტიკა''.
        მეცხრე-  ნინო ჯაფარიძე ,მისი თემა ინგლისურადაა და ბევრ ტერმინებს შეისწავლიან ბავშვები.
        მეათე - რუსულის პედაგოგი. მე- 11 პედაგოგი 28-ე სკოლა მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეა გიორგაძე -თემა -''წიგნი თუ კომპიუტერი''
   მე-12 ლალი -''თანამედროვე მოდა''
      ძლიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე იყო. მადლობა ყველას!

Sunday, March 1, 2015

ტრენინგი. მე- 8 დღე.
       დღეს ტრენინგის მერვე დღეა, დატვირთული და ამავე დროს ძალიან საინტერესო იყო. ტექნოლოგიურ სიახლეებს გავეცანით. '' დრაივში'' შევქმენით გაიდები -მასალები.
     რესურსებში განვიხილეთ მოდული 7 - ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. რაც ნიშნავს მასწავლებლის დახმარებას მოსწავლის მიმართ. გავეცანით -უკანა ეზოს ცოცხალი სამყარო; აქტივობები მოსწავლეების დასაწყვილებლად და ა. შ.
       ძალიან საინტერესო დღე იყო, ბევრ სიახლეებს გავეცანით, მადლობა ამისთვის.